Advertisements

იაპონიაში რკინის ფალოსის ფესტივალი გაიმართა – რას მოგვითხრობს ლეგენდა

იაპონიაში ყოველწლიური ფესტივალი „ფოლადის ფალოსი“ გაიმართა. დღესასწაული ეძღვნება მითიურ დემონს, რომელიც მამაკაცებს „ერთ ადგილზე“ კბენს. 

Nusagi

დღესასწაულის მთავარი თემაა მამაკაცის სასქესო ორგანო, რომელიც ყველა შესაძლო ადგილზე არის გამოსახული – ტკბილეულზე, პლაკატებზე, სუვენირებზე და სხვ.

ბოსტნეულის გამყიდველები ცდილობენ საკუთარი ოსტატობა თემატური ფიგურებით გამოსახონ – კიტრით, სტაფილოთი და სხვა პროდუქტებით.

ფესტივალის დაარსების დღედ მე17 საუკუნე ითვლება. დღესასწაულის დამაარსებლები გეიშები არიან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ზებუნებრივი ძალების გულის მოგებას, რათა ვენერიული დაავადებებისგან დაცული ყოფილიყვნენ. 

ლეგენდის თანახმად, იაპონიაში ძველ დროს ცხოვრობდა გოგონა, რომელსაც საშოში კბილებიანი დემონი ჩაუსახლდა. ბოროტი არსება ქორწილის ღამეს გოგონას საქმროებს სასქესო ორგანოებს აკვნეტდა. სასოწარკვეთილმა გოგომ ადგილობრივ მჭედელს მიმართა. მან ფოლადის ფალოსი დაამზადა, რომელზეც დემონმა კბილები მოიტეხა. სწორედ ამ მოვლენის საპატივცემულოდ დაარსდა ფოლადის ფალოსის დღე.

თანამედროვე იაპონიაში ფესტივალი უამრავ ტურისტს იზიდავს. ქვეყანაში აღნიშნულ დღესასწაულში მონაწილეობას იღებს მოსახლეობის ყველა ფენა, მათ შორის ბავშვებიც. შემოსავალი კი გადაეცემა ორგანიზაციებს, რომლებიც შიდსს იკვლევენ. 



Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული