სამართალი

მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამ საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. ქეთევან ჟორდანიასთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. 

მაია რჩეულიშვილი სასამართლოში დღესაც არ გამოცხადდა.

Facebook Comments