ხელოვნება და კულტურა

„სამეფო კარის თამაშებში“ დეიენერისის როლის შემსრულებელმა ქალას ტრეპანაციის შემდგომი ფოტოები გამოაქვეყნა

ბრიტანელმა მსახიობმა, ემილია კლარკმა, რომელიც სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დეიენერის ტარგარიენის როლს ასრულებს, 2 ინსულტის გამო ჩატარებული ტრეპანაციის შემდგომი ფოტო გამოაქვეყნა.

მსახიობმა მოყვა, რომ სერიალის გადაღებების დროს ორჯერ დაემართა ტვინში სისხლჩაქცევა. ასეთი დიაგნოზის შემდეგ პაციენტების უმეტესობა ან კვდება, ან ინვალიდდება.

​ინსულტი ემილია კლარკს 24 წლის ასაკში , სპორტდარბაზში ვარჯიშისას დაემართა. მაშინ სერიალის მე-2 სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა. მეორედ ის რეანიმაციაში ორი წლის შემდეგ მოხვდა. მას თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა, ამასთან ექიმები გარანტიას ვერ იძლეოდნენ, რომ გოგონას ტვინის აქტივობა ბოლომდე აღდგებოდა. კლარკი ამბობს, რომ რაღამ მომენტში სიკვდილს ნატრობდა.

„რთულ მომენტებში ექიმებს ვევედრებოდი, რომ სიკვდილის საშუალება მოეცათ“,-ამბობს მსახიობი.

„დრაკონების დედას“ გადარჩენაში მეგობრები და კოლეგები დაეხმარნენ, რომლებიც მუდმივად ნახულობდნენ, ესაუბრებოდნენ სამუშაოზე და მომავლის გეგმებზე. ამის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ ამერიკულ შოუში განაცხადა.

შეგახსენებთ, უახლოეს დღეებში „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო, მე-8 სეზონი იწყება. ფილმს 2011 წლიდან იღებენ, ამ ხნის განმავლობაში მან 38 ჯილდო „ემმი“ მიიღო. 

Facebook Comments