ხელოვნება და კულტურა

„ქართუ ფონდი“ ისტორიულ სერიალებს დააფინანსებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს და ქვეყანაში ქართული ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა.

“ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ და არა არჩევნები. შესაბამისად მაქსიმალურ მობილიზებას ვაკეთებთ. მათ შორის “ქართუ ფონდი” მიიღებს მონაწილეობას დაფინანსებაში. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები. ამ მიმართულებით მკვეთრ ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni