პოლიტიკა სამართალი

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დააკავეს

ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს, პატარია და წითლიძე სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.

Facebook Comments