სოციალური ქსელები და მედია

მამის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წყნეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოაცხადა.

37 წლის სოსო ცერექაშვილს თავისი მამის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებულმა მამას 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments