ეკონომიკა

საქართველოში პოპულარული რესტორან-ატრაქციონი „ვახშამი ცაში“ იხსნება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეული მინი-რესტორანი Dinner In The Sky დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი. 

«Dinner In The Sky  კლიენტებს 50 მეტრის სიმაღლეზე ვახშამს სთავაზობს. 7-ტონიან ჩამოკიდებულ კონსტრუქციებზე სტუმრებს, რომლებსაც უსაფრთხოების ქამრები ექნებათ შეკრული, სპეციალური ამწე ზევით ასწევს. პლატფორმა გათვლილია 22 ადგილზე. სესიის დროს იქვე არიან ოფიციანტები, მზარეული და კონფერნასიე. კომპანია იძლევა უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას და იყენებს ბელგიურ მოწყობილობას, რომელიც გერმანული სტანდარტებით არის აწყობილი“,- აცხადებენ კომპანიაში.

ვებგვერდის ინფორმაციით, დაკიდული რესტორანი 15 მაისს, დაბა კოჯორში გაიხსნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. 

«Dinner In The Sky» კოჯორში ყოველდღიურად სამ 2-საათიან სესიას გამართავს. პირველი იქნება დეგუსტაცია Tbilisi Daylight, რომელიც 17:00 სთ-ზე დაიწყება. მისი ღირებულება იქნება 1 პერსონაზე 199 ლარი. ორი შემდეგი სესიაა ლანჩი და ვახშამი. ორივეს ღირებულებაა ერთი ადამიანი – 325 ლარი.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, Dinner In The Sky-მ კოჯორში თავის ახალ რესტორანში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რესტორანი სეზონური იქნება და მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში იმუშავებს. 2020 წლისთვის დაკიდული რესტორანი ბათუმშიც გაიხსნება.

პირველი რესტორანი „ვახშამი ცაში“ ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა. ფორბსმა ის მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური რესტორნების სიაში შეიყვანა. დღეს „ვახშამი ცაში“ 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს. რესტორნები ძალიან პოპულარულია ევროპაში, მასში ადგილები რამდენიმე კვირით ადრე იჯავშნება.

Facebook Comments