მედიცინა

ექიმებმა სხვადასხვა სახის კიბოს 11 საშიში „სიგნალი“ დაასახელეს

ექიმებმა 11 სიმპტომი დაასახელეს, რომელიც შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადების ნიშანი იყოს და ადრეულ სტადიაზე მის აღმოჩენას ხელი შეუწყოს. ამის შესახებ ActiveFeel იუწყება.

კიბოს შესაძლო სიმპტომებს მიაკუთვნებენ წონის უეცარ, აუხსნელ კლებას ან დაღლილობის მუდმივ შეგრძნებას. ეს შესაძლოა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ან ლეიკემიის ნიშანი იყოს. მუდმივი ტკივილი, რომელიც პრეპარატების მიღებითაც არ ქრება, შესაძლოა, თავის ტვინის, საკვერცხის, მსხვილი ნაწლავის ან სწორნაწლავის  კიბოზე მიუთითებდეს.

საშიში „სიგნალი“ შესაძლოა, ტემპერატურის მატებაც იყოს, რადგან დაავადება იმუნურ სისტემაზე მოქმედებს – ეს შესაძლოა, სისხლის კიბოს ნიშანი იყოს. 

ახალი ჭორფლი, მეჭეჭები, ხალები, ასევე ძველების ფერის ცვლილება, სიწითლე ან სისხლდენა შესაძლებელია, კანის კიბოს ნიშანი იყოს. ონკოლოგიის ზოგიერთ სახეობაზე შესაძლოა მეტყველებდეს მუდმივი ხველა, მტკივნეული, ან სისხლიანი.

ტუალეტში ხშირი სიარული, დიარეა, შეკრულობა, შარდვისას ტკივილი ან სისხლი, ასევე ფეხების დასიება. საკვების მიღების გაძნელება კუჭის ან ყელის კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს.

ასეა თუ ისე, სპეციალისტების რჩევაა, ადამიანებმა არ მიმართონ თვითმკურნალობას და 1-2 წელიწადში ერთხელ ონკო-კვლევა ჩაიტარონ.

Facebook Comments