სპორტი

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

დღეს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ იასპარეზეს.

ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 208 კილოგრამის შემდეგ, თავისივე დამყარებულ მსოფლიოს რეკორდი 218 კილოგრამამდე გააუმჯობესა.

ამავე წონაში ვერცხლი ირაკლი თურმანიძემ აიღო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ატაცი 195 კილოგრამით დაიწყო და მესამე ცდაზე კი წონა კიდევ ხუთი კილოგრამით გააუმჯობესა და ატაცში ვერცხლის მედალი მოიგო. 

Facebook Comments