ხელოვნება და კულტურა

ბორის გრებენშჩიკოვმა ძველ თბილისში სპონტანური კონცერტი გამართა

თბილისში ცნობილი რუსი როკ-მუსიკოსი, ბორის გრებენშჩიკოვი იმყოფება.

მომღერალმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომელზეც ასახული, ჰგუფ „აკვარიუმის “ სპონტანური შესრულება ძველ თბილისში. როკ-ჯგუფი შავთელის ქუჩაზე, რეზო გაბრიძის მარიონეტების თეატრის მახლობლად გამოვიდა და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე რამდენიმე ძველი ჰიტი შეასრულა.  მუსიკოსებს რევაზ გაბრიაძის შვილი ღვინოთი გაუმასპინძლდა.

14 იანვარს გრებენშჩიკოვი მრავალფუნქციურ ცენტრში Republic კონცერტს გამართავს, რომელიც მომღერლის 63 წლის იუბილეს მიეძღვნება.

Facebook Comments