ხელოვნება და კულტურა

“გული მწყდება… ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია”-მაია გაჩეჩილაძე

“ხა­ბურ­ზა­ნია არ არის, წვე­რა­ვა ჯარ­შია, კაკო – ცი­ხის­ძირ­ში, ჭი­ჭი­ნა­ძე – კურ­სებ­ზე, გო­მე­ლა­უ­რი პრინ­ცი­პუ­ლად არ კი­თხუ­ლობს, კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ იცი­ან, სად არის”, – ეს იმ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლის სი­ტყვე­ბია, რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა რომ მი­ი­ტა­ნა და მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და – შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი… ნა­მუ­შე­ვა­რი არა­თუ ვინ­მემ წა­ი­კი­თხა, ეგ­ზემპლა­რე­ბიც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა…

მიხ­ვდით, ალ­ბათ, ეს იმ “ცის­ფე­რი მთე­ბის” სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­მაც, თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა სის­ტე­მის დრო­მოჭ­მუ­ლო­ბა აჩ­ვე­ნა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, სოსო აღ­მოჩ­ნდა… სო­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თულ კი­ნო­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სახე აქვს შექ­მნი­ლი.

16 აპ­რილს რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ანს 70 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და იუ­ბი­ლე არა­ვის გახ­სე­ნე­ბია (არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს), თუმ­ცა მის დას, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბულ პრო­ფე­სორს, მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს იმე­დი მა­ინც ჰქონ­და, რომ რა­მაზს ვინ­მე გა­იხ­სე­ნებ­და…ასევე დაგაინტერესებთ “ის 49 წლი­სა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლო 10 დღე იწვა, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს, არა­და, იმ დი­აგ­ნო­ზით და იმ ჩი­ვი­ლე­ბით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 1995 წელი იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რაც ხდე­ბო­და”, – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

პირ­ვე­ლად კი­ნო­ში ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი გა­მოჩ­ნდა, მა­შინ ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი “გი­ორ­გო­ბის თვეს” იღებ­და. რე­ჟი­სო­რის­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო და რა­მა­ზის­თვის პირ­ვე­ლი როლი, სა­დაც კი­ნო­თი მო­ი­წამ­ლა კი­დეც. რე­ჟი­სორ­მა ის შემ­თხვე­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იპო­ვა. რა­მა­ზი ფი­ზი­კა-მა­ტე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ოთა­რის ასის­ტენ­ტმა მა­თე­მა­ტი­კის ოლი­პი­ა­და­ზე ნახა, ტი­პა­ჟი მო­ე­წო­ნა. იმ ფილ­მით და რა­მა­ზის ტი­პა­ჟით რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა…

– ე.ი. სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და?

– რად­გან კი­ნომ ჩა­ით­რია – მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი­დან ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც და­ამ­თავ­რა კი­დეც, რად­გან კარ­გად წერ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­ნაგ­რძო, თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ იმ წელს პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი, სა­დაც მოხ­ვდა.

– რო­გორც რე­ჟი­სორ­მა ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­ას­წრო?

– კი, ოთხი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ბოლო ნა­მუ­შევ­რი (“მო­რე­ვი”) ვერ და­ას­რუ­ლა, გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ფილ­მის მონ­ტა­ჟი შემ­დეგ გიზო გა­ბის­კი­რი­ამ გა­ა­კე­თა.

– “მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი” რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა…

– სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის ეს ფილ­მი დღე­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, თუმ­ცა რა­მაზს არ უყ­ვარ­და, რად­გა­ნაც იქ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ემარ­ტი­ვე­ბო­და. მი­აჩ­ნდა, რომ თა­ვად ფილ­მიც მარ­ტი­ვი იყო. “მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნის” რამ­დე­ნი­მე კად­რი ჩვენს სახ­ლთან გა­და­ი­ღეს. მა­შინ რა­მაზს მუ­შა­ო­ბი­სას რომ ვუ­ყუ­რე, მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კუ­თხით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და, რაც ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა.

წყარო:- geoniusebi.ge

Facebook Comments