პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ვიქტორია სექრეტის” ტრუსიკს ამოიცვამდა, ბოდი-კრემს შეიზელდა და გარბოდა ჯანმრთელ სოფლელ ბიჭთან”

,,საქმე რაშია იცით?
აი მოდის აღდგომა და წინასწარ ვიცი, თქვენც იცით დაიწყება ეს დრომოჭმული, უკვე გაცვეთილი “ღადაობები”-აუუ წავიდნეენ”, “ნეტა სულ აღდგომა იყოოს”, “დავრჩით ხოხბებიი” და ა.შ. (( ნუ რამდენი წელი უნდა ვიცინო ახლა ამაზე, პირადად მე ვერ ვიცინი, ჰოდა
ეტყობა ეს პოსტიც 2017-ში ამაზე მაქვს დაწერილი. 
კი არ მიყვარს ეს ძველბიჭური გამოხტომები, მაგრამ ალბათ ძალიან ამოვიდნენ ყელში. 
ნაღდი ქალაქელი არ წერს ღრძო პოსტებს ამ თემაზე. 
და არც ის უკვირს-თუ ქალაქად ჩამოვიდა ადამიანი, რომ უკეთესად იცხოვროს… ეს მისი ნება და უფლებაა. 
ქართველებს გვაქვს კარგი იუმორი და მეც სიამოვნებით ვალაიქებ ხოლმე გემრიელ ხუმრობას, მაგრამ გაღიზიანებულ სტატუსებს ვერ ვიტან რაა, მოლ “ნუ გვავიწროვებთ ეს სოფლელები”

განუსაზღვრელი დემოკრატია მაძლევს უფლებას ეს სტატუსი დავსწერო, თუმცა სრულიად არასაწითელპარასკეო თემაა. 
არაუშავს, დღეს აქ იმდენი ხუმრობა და იმდენი ამპარტავნება წავიკითხე, არც ეს გაგიკვირდებათ ალბათ. 
უმოკლესად მოვყვები გრძელ ამბავს: 

გაჩაღდა ვნებიანი რომანი. ყოველ საღამოს ეს ჩვენი, ქალაქელი-ბავშვებს დააძინებდა, “ვიქტორია სექრეტის” ტრუსიკს ამოიცვამდა, შისეიდოს ბოდი-კრემს შეიზელდა და გარბოდა ჯანმრთელ სოფლელ ბიჭთან

რამოდენიმე თვეში აღდგომაზე პოსტი დაწერა:
“აუუ, ამოვისუნთქე რაა, ძლივს წავიდნეენ”!! 
ამოისუნთქა!!!

P.S.
როგორ დამღალეს ამ ფარისეველმა ძალათ ნაშებმა რაა… 
თოხზე ნამუშევარი სოფლელი კაცი-პასწელში რო მოგწონთ, როგორმე საცობშიც აიტანეთ! ))))))
და ვისაც მათი კუნთები არ გიზიდავთ, უბრალოდ პატივი ეცით თქვენს ქალაქში ჩამოსულს.
მაზოლი ვისაც გეტკინათ, წამშალეთ. პოსტი ალეგორიულია.
ვისაც არ გეხებათ, ათას ბოდიშს გიხდით ამ ვისკაჩკისათვის”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ახობაზე

Facebook Comments