მოგზაურობა

მოპედით ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ჯაბა ჩარგაზია საქართველოში დაბრუნდა

ევროპის გარშემო მოპედით ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ ჯაბა ჩარგაზია სამშობლოში დაბრუნდა.

28 წლის ჯაბა პირველი ქართველია, რომელმაც ევროპაში მარტომ, მოპედით იმოგზაურა. 

ჯაბამ სტარტი 10 თებერვალს თბილისიდან აიღო და Honda Navi-ს უახლესი მოდელის სკუტერით, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 81 კმ/სთ, ლისაბონამდე ჩავიდა და შემდეგ უკან, საქართველოში დაბრუნდა. უცნაურ და თამამ მოგზაურობას დაახლოებით 2 თვე დასჭირდა და 21 ქვეყნის 44 ქალაქი მოიცვა. 

„მე ამ მოგზაურობით ბოლომდე ვისიამოვნე, დავტკბი ყველა იმ სანახაობით, რისი ნახვაც მინდოდა, მსოფლიოში კიდევ ბევრი ადგილია სანახავი, იდეებიც მაქვს“,-განაცხადა ჯაბა ჩარგაზიამ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქართველოში კვლავ საოფისე ცხოვრებას დაუბრუნდება და თავის კარიერაზე იზრუნებს.

„ეს მოგზაურობა უბრალოდ, ჩემი გულის გამოძახილი იყო. გული მოვიოხე, ვისიამოვნე და ისევ დავუბრუნდები ჩემი ცხოვრების რიტმს“,-აცხადებს გაბედული მოგზაური. 

რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, როგორც ჯაბა ჩარგაზია ამბობს, საქართველო და ქართველები არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპის ქვეყნებსა და ხალხს და ნამდვილად შეიძლება ითქვა, რომ ჩვენც ევროპელები  ვართ.

„საქართველოდან ყველაფერი აღმატებულად ჩანს, თუმცა ჩვენ არც ისე შორს ვარ მათგან და ბევრს კიდევაც ვჯობივართ“,-აცხადებს ჯაბა ჩარგაზია. 

Facebook Comments