ისტორია საზოგადოება

„პირველი ლედი იყო და არ დაინტერესებულა…” – ყოფილი პატიმარი, შემზარავ ისტორიებს იხსენებს (ვიდეო)

,,მე არ ვარ ზონდერი, მე ვარ ადამიანი რომელმაც გაიარა სისხლიანი 9 წელი” – ეს კომენტარი გიორგი გოგინავამ გააკეთა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” სოფელ ჭითაწყარში სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს.

“ქალბატონი სანდრა მოვიდა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად , მას არ აინტერესებს რა პრობლემები აქვს ხალხს კონკრეტულ დასახლებაში. პრობლემები იყო ცხრა წლის განმავლობაში , როდესაც მისი მეუღლე იყო მთავარსარდალი. თვითონ პირველი ლედი იყო და არ დაინტერესებულა ჩვენი დასახლებით, იმით, თუ რა უჭირდა ხალხს… მე არ ვარ ზონდერი, მე ვარ ადამიანი, რომელმაც ცხრაწლიანი რეჟიმი გამოიარა. 8 წლის განმავლობაში, როდესაც სასჯელს ვიხდიდი, შეიძლებოდა ღამის სამ საათზე შემოსულიყვნენ ჩვენს საკანში… თუ არ წამოვდგებოდით, გაგლახავდნენ. ელემენტარულად, სხვა პატიმარს თუ გადასძახებდი, ან მაღაზიას “გადაგიკეტავდნენ”, ან ტელეფონზე საუბარს შეგიზღუდავდნენ. ცემის დროს რამდენიმე კბილიც კი მაქვს ჩამტვრეული.  რუსთავში , როცა რეჟიმის უფროსმა მცემა, გამაყუჩებელიც არ მომცეს და გონება დავკარგე”,-აცხადებს გოგინავა.

სოფელ ჭითაწყარში, ონარიას დასახლებაში, “ნაციონალური მოძრაობიდან” ზუგდიდის მერობის  კანდიდატი, სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც მცირე ინციდენტი მოხდა.  გოგინავამ ოპოზიციური პარტიის წევრებს ბანდიტები და კრიმინალები უწოდა.

Facebook Comments