უცხოური მედია

პოროშენკომ ზელენსკის Ти ж мене підманула (შენ მე მომატყუე) უმღერა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინული ხალხური სიმღერიდან „Ти ж мене підманула“ ნაწყვეტი შეასრულა.

პოროშენკო თავის ოპონენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან  შესახვედრად სტადიონზე გამოცხადდა და მზად იყო დებატებისთვის, თუმცა ზელენსკი არ მივიდა. ამის შემდეგ პოროშენკომ Ти ж мене підманула იმღერა რაც ნიშნავს, „შენ მე მომატყუე“.

ვიდეოჩანაწერზე, რომელიც youtube- ზე აიტვირთა, ჩანს, რომ პოროშენკო მომღერალ ივან ლანიოსთან ერთად მღერის „იქნებ ვლადიმერ ალექსანდრეს ძემ გაიგოს ჩვენი“ ,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიმღერის შემდეგ პოროშენკო სცენიდან ჩამოვიდა და მხარდამჭერებთან ერთად ფოტო გადაიღო. 

მანამდე, პოპროშენკომ დებატები ოპონენტის გარეშე დაიწყო და განაცხადა, რომ მზად არის, ზელენსკის 40-45 წუთი დაელოდოს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ის მივა. 


Facebook Comments