სოციალური ქსელები და მედია

დღეს „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ ევროპისა და აზიის ნაწილისთვის მიუწვდომელი იყო

სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „ვოთსაფი“ და „ინსტაგრამი“ დღეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებით  მუშაობდა.

თბილისის დროით დაახლოებით 14:30 საათიდან „ფეისბუქის“ დომენი მიუწვდომელი იყო საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის.

downdetector.com, რომელიც თვალს ადევნებს შეფერხებებს, აჩვენებდა, რომ კვირას სოციალური ქსელი ძირითადად ევროპასა და აზიაში იყო მიუწვდომელი. შეფერხების პიკზე დაახლოებით 12 000 შეტყობინება შევიდა, თუმცა მოგვიანებით ეს რიცხვი 2000-მდე შემცირდა.

ფეისბუქის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გათიშვა მარტში მოხდა, როდესაც მომხმარებელთა ნაწილს 24 საათი შეზღუდული ჰქონდა სოციალური ქსელის ნახვა.

Facebook Comments