საზოგადოება

ახალდაქორწინებულმა წყვილმა, რეზო ხოფერიამ და ნათია ფარულავამ წყნეთის ტყე-პარკის დასუფთავების აქცია მოაწყეს

წყნეთის „როშჩა“ ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, მანდ ვატარებდი მთელ დღეს და მართლა ფეხზე დამაყენა, გული მწყდება, რომ ასე ექცევიან,- ამის შესახებ რეზო ხოფერიამ „ინფო ფოსტალიონის“ ჟურნალისტთან საუბრისას  განაცხადა. 

რეზო ხოფერიამ და მისმა მეუღლემ, ნათიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქცია დააანონსეს და მოხალისეებს „როშჩის“ დასუფთავებაში დახმარება სთხოვეს.

როგორც რეზო ამბობს, იდეა მეუღლის იყო, ადგილი კი, მან შეარჩია, ახლად დაქორწინებულ წყვილს რეზოს შვილი, ლუკა ხოფერია და მისი მეგობრები, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები გამოეხმაურნენ.








„ეს „როშჩა“ ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, განსაკუთრებით მიყვარს და გული მწყდება, ასე რომ ექცევიან.  მექორწილეებმა დაიწყეს ამ ბოლო დროს მანდ სიარული, არადა საშინელი სანახავია ნაგვის გამო. კარგი ის იყო, რო მე და ნათიასთან ერთად ლუკა და ლუკას მეგობრებიც იყვნენ. მაგათ გარდა ადგილობრივი ახალგაზრდებიც და ყველამ ერთად მოვაგვარეთ ეს ამბავი. საქმეს რო მოვრჩით, ცოტა მწვადი შევწვით და ღვინოც დავლიეთ. მწვადი როგორც წესია ისე შევწვით, მაყალზე და არა მიწაზე, რომ მერე შემთხვევით ცეცხლი არ გაჩენილიყო. ბევრი ადამიანი დავპატიჟეთ ამ ამბავზე, მაგრამ ბავშვების გარდა არ ისურვა არავინ და პრინციპში, ეგ უფრო მახარებს. უნდა ახალ თაობას, რომ მოუფრთხილდეს ასეთ ადგილებს და უფროსებისგან განსხვავებით, ხვდება ამ ყველაფრის ფასს“,- ამბობს რეზო ხოფერია.

რამდენიმე დღის წინ რეზომ და ნათიამ შვილებთან ერთად იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი ნაგვისგან გაწმინდეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni