მეცნიერება

გარდაიცვალა ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ გრინგარდი

ამერიკელი მეცნიერი, ნეირობიოლოგი, მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ გრინგარდი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

მეცნიერის გარდაცვალება დაადასტურეს როკფელერის უნივერსიტეტში, სადაც ის 1983 წლიდან მუშაობდა. 

გრინგარდმა ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2000 წელს მიიღო ერიკ კანდელთან და არვიდ კარლსსონთან ერთად. მათ ჯილდო გადაეცათ ფორმულირებით: „ნერვულ სისტემაში სიგნალის გადაცემასთან დაკავშირებული აღმოჩენისთვის“.

მეცნიერი კოლეგებთან ერთად იკვლევდა, თუ როგორ გადასცემენ ტვინის უჯრედები სიგნალს მოძრაობაზე, მოგონებებზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა, ახლებურად დაენახათ დარღვევები, რომელიც უკავშირდება უჯრედული კომუნიკაციის შეცდომებს, მაგალითად, პარკინსონის დაავადება, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ნარკომანია. 

Facebook Comments