პოლიტიკა

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, იურდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარია და ის ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. 

“სამწუხაროა, რომ იურდიული კომიტეტი ასე დემონსტარაციულად არღვევს პროცედურებს და იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნებოდა, არ მოხდებოდა განხილვა”, – თქვა ეკა ბესელიამ.

Facebook Comments