პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ისევ გაგეცინებათ, ისევ არ დამიჯერებთ და ისევ დამაპაშოლებთ, მაგრამ თურმე მართლა ყოფილა “

,,ისევ გაგეცინებათ, ისევ არ დამიჯერებთ და ისევ დამაპაშოლებთ, მაგრამ თურმე მართლა ყოფილა ასეთი რამ – ქირომანტიის ხაზების კორექტირება.
ანუ!
ვთქვათ არ ხარ შენი ბედით კმაყოფილი, იმ ბედით, რომელიც კი მთლიანად და დაწვრილებით შენს ხელისა და ფეხისგულებზე…არა, მხოლოდ ხელისგულზეა აღწერილი.
მიდიხარ შესაბამის კორექტიროვშიკთან, დებ მის მაგიდაზე ხელს, ის გიკეთებს ანესთეზიას, მერე იღებს ლანწეტს და ჰოპ-ჰოპ-ჰოპ, შენი ბედი გამოსწორებულია და სახლში ბრუნდები ახალი კაცი, ახალი გზა გაქვს გახსნილი, ახალი ქალები გიპაჭუნებენ თვალებს და სამსახურშიც თქვენობით გელაპარაკებიან.
მანამდე კი არ გამჩნევდნენ.
ჩემმა ახლობელმა ყბაჩო სვიდამონსიძემ ასე გაიკეთა და ახლა ველისციხის გუბერნატორია.
მანამდე კი რომელიღაც მეჩეთში სანთლებს ყიდდა.
სრულიად შეიცვალა ბედი და მეც დამიჯდა ეს ჭკუაში.
ავიკრიფე გუდა ნაბადი და მივედი ექიმთან.
-ექიმო-ვეუბნები-დამერხა გაგებაში და რამე მიშველე.
-ათასი ლარი-მითხრა ექიმმა და ლანცეტი სპირთქურაზე გაახურა.
-პოსლეზე იყოს- ვუთხარი -ბე-ს დაგიტოვებ- და საგვარეულო ვერცხლის ჩანგალი მივეცი, ჩვენი საოჯახო ჰერბით.
ჰერბზე დედალი კენტავრია გამოსახული, რომელიც მშობიარობისთვის ემზდება, და ლათინურად წერია:”Qudia tu bokchokchia “, რაც ჩვენ ენაზე ნიშნავს “კიდევაც დაიზარდები”.
ეკიმმა იყოყმანა, ჩანგალი კბილზე გასინჯა, დაიჭყანა, როგორც სომელიე, რომელმაც შემთხვევით ვაზისუბანი გასინჯა, და…დამთანხმდა.
რაღაც შემაყნოსა, ანესთესიისმაგვარი, მერე ლანცეტი ხელისგულზე დამისვა, და მეუბნება:
-იგულავე, ვაჟკაცო. ამიერიდან ახალი კაცი ხარ.
და მართლაც:
სახლში მისვლა ვერ მოვასწარი, რომ ვგრძნობ, მიშა მომწონს.
“ვაააა”-ვიფიქრე-“თურმე როგორ ვცდებოდი”.
გზად შუშის ხიდიც მომეწონა, სწორნაწლავებიანი თეატრიც, ველისაპედის ძეგლიც, წაგებული ომი, ორი ტრუპიცა და სანდრაც.
სახლში რო ავედი, უკვე პეტუხი, ანუ მამალი მიშისტი ვიყავი. 
გადმოვატრიალე ბიძინას სურათი, კედელზე რო მეკიდა და აქვარელის საღებავებით მიშა დავხატე.
ხატვა არასოდეს მეხერხებოდას, და მიშა ცოტა პიკასოს სტილში გამომივიდა, რქებით, ყურთან მიბჯენილი ხორთუმით და 58 კბილით. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მიშაა?
ვდგავარ, პორტრეტს ვუყურებ, გული მითბება და ხვალ წავალ, მაგათ პარტიაში ჩავეწერები, კულტურისა და აღორძინების სექტორს გავუძღვები.
მერე კი ზუგდიდში, სანდრას საბალელშიკოდ გავემგზავრები, “ს ვესშამი”.
ასე რომ, ვისაც ბედის შეცვლა გსურთ, შეცვალეთ.
დღეს ხელოვნური ქირომანტია სასწაულს ახდენს.
იმ ქირომანტის მისამართია თბილისი, ნავთლუღის II დასახლება, VI ქუჩა, პირველი სადარბაზო. 
სამჯერ დააკაკუნეთ, იქითხეთ ცარო.
თუ გკითხეს ვისგან ხართ, უთხარით, რომ ინდიელმა მანგიდომ გამომაგზავნა.
დააკაკუნეთ და გაგეღებათ”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კალანდია.

Facebook Comments