ეკონომიკა

მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით, 181.2 ლარამდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო.

ასევე თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა.

საქსტატის გათვლებით გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის მაჩვენებელიც 160.5 ლარია. (თებერვალში 158.7 ლარი)

Facebook Comments