უცხოური მედია

პარიზში ნოტრ დამი იწვის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც ნოტრ-დამი, ამ წუთებში ხანძარია. მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ცეცხლმა ტაძრის ზედა ნაწილი მოიცვა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სახანძრო ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა.

პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

Facebook Comments