უცხოური მედია

ჟურნალისტი აცხადებს, რომ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ქვეყანა დატოვა

უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორმა, ანატოლი მატიოსმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა,-ამის შესახებ ჟურნალისტი ვასილი კრუტჩაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ტოლიკ მატიოსმა ქვეყანა დატოვა, ვლადიმერ ზელენსკის და იგორ კოლომოისკის კი, ის არ სჭირდებათ, რადგან მოღალატეებს არ ყიდულობენ, პეტრო პოროშენკო მას დევნას დაუწყებს სვინარჩუკებზე ინფორმაციის გაჟონვისთვის და შვილის ვიდეოსთვის“,-წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ მატიოსის გაქცევის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პროკურორის გარემოცვამ მიაწოდა. საღამოსთვის კრუტჩაკი აპირებს დაასახელოს ქვეყანა, სადაც პროკურორი გაემგზავრა.

რეპორტიორის თქმით, მატიოსს მოქმედ პრეზიდენტთან სერიოზული კონფლიქტი აქვს, რადგან სწორედ პროკურორმა მიაწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ, რომელშიც პოროშენკოსთან დაახლოებული პირები, მამა-შვილი სვინარჩუკები (ამჟამად გლადკოვსკები) მონაწილეობენ, ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პრეზიდენტის შვილი. 

თებერვლის ბოლოს პორტალის bihus.info ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც აღწერილი იყო კორუფციელი სქემები. სქემის მიხედვით, პოროშენკოსთან დაახლოებულ მამა-შვილს სამხედრო ტექნიკისთვის რუსეთიდან კონტრაბანდული გზით შემოჰქონდათ დეტალები, რომელში 2-3-ჯერ მეტს იხდიდნენ, ვიდრე მათი საბაზრო ღირებულებაა.

Facebook Comments