პოლიტიკა

სამწუხაროა, ქალაქში ყველაზე მდარე ჭორი რომ გავრცელდება და ამას ტელეკამერის წინ გაიმეორებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ყოფილი თანაგუნდელის, ვატო შაქარაშვილის ბრალდებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მოატყუა და არჩევნების პირველი ტური აზეიმა, რის გამოც ის უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

მდინარაძის თქმით, მაშინ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას, რაც მმართველმა გუნდმა აღიარა კიდეც და მისთვის გაუგებარია რატომ ხდება ახლა ამ თემის წამოწევა:

“ყურის აწევას რაც შეეხება, აი ძალიან სამწუხაროა, რომ ქალაქში ყველაზე მდარე ჭორი რომ გავრცელდება ხოლმე და მერე ამას ვინმე ტელეკამერის წინ რომ გაიმეორებს ხოლმე, ეს არის ძალიან ცუდი. ბოდიშის მოხდის არ იყოს. მეორე, არითმეტიკასთან ირაკლი კობახიძე რა შუაშია მართლა ვერ ვხდები. მან გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც არ დაემთხვა ობიექტურ სინამდვილეს და ირაკლი კობახიძე რა შუაშია აბა, მაინტერესებს? იქ იყო რაღაც პრობლემები როგორც შემდეგ აგვიხსნეს მეთოდოლოგიაში და ა.შ. და ეს იყო უხერხული მომენტი რომელიც ვთქვით. განსხვავებით ნაცმოძრაობისგან და ჩვენი ბევრი ოპონენტისგან ჩვენ შეცდომებზე ვამბობთ რომ ეს შეცდომაა. უხერხულ მომენტებზე ვამბობთ, რომ ეს უხერხული მომენტია. არასწორ ინფორმაციაზე ვამბობთ, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments