ეს საინტერესოა უცხოური მედია

ქალმა გადახნულ მინდორში ედუარდ IV-ის სამკაული იპოვა

ინგლისის საგრაფო ლინკოლნშირში 42 წლის ლიზა გრეისმა ქუდზე დასამაგრებელი ოქროს ბროში იპოვა, რომელიც სავარაუდოდ, მეფე ედუარდ IV-ეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება.

42 წლის ქალი ხშირად ჩნდებოდა ხოლმე მინდვრებში, სადაც ხვნა მიმდინარეობდა და მეტალოდეტექტორით ცდილობდა განძის პოვნას, ამჯერად მისმა ცდამ შედეგი გამოიღო.

სპეციალისტების აზრით, ნაპოვნი ნივთი უნიკალურია და საუცხოოდ არის შენახული.

ანტიკვარიატის ექსპერტების აზრით, სამკაული ედუარდ  IV-ის საკუთრება იყო, რადგან მზის ფორმა მისი პირადი ემბლემა იყო, შუაში კი ამეთვისტოა – ედუარდ  IV-ის საყვარელი ქვა.

სავარაუდოდ, მონარქმა ბროში წითელი და თეთრი ვარდების ომის პერიოდში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაკარგა. 

ნაპოვნით დაინტერესდნენ არა მხოლოდ კერძო კოლექციონერები, არამედ მუზეუმებიც. სამკაულის საწყისი ფასი 15 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება და მას აპრილის ბოლოს, აუქციონზე გაიტანენ. 

Facebook Comments