უცხოური მედია

შვედი მსახიობი ბიბი ანდერსონი გარდაიცვალა

ცნობილი შვედი მსახიობი ბიბი ანდერსონი 83 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Goteborgs Posten იტყობინება. 

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ანდერსონმა კინოკარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ის ლეგენდარული ინგმარ ბერგმანის 11 ცნობილ ფილმშია გადაღებული. მათ შორის: „პერსონა“, „სახე“, „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“.

1958 წელს ბერგმანის ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად. მის ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიჩნეულია ექთან ალმას როლი ფილმში „პერსონა“ (1966).

ანდერსონმა ასევე ითამაშა შვედი რეჟისორის ვილგოტა შიომანის ფილმებში „საყვარელი“ (1962), „საწოლი და-ძმისთვის, 1782“ (1966), „მე ვწითლდები“ (1980). 1970-იანი წლებიდან ანდერსონმა ასევე ითამაშა საბჭოელ რეჟისორებთან – იური იგოროვთან („ადამიანი სხვა მხრიდან“, 1971) და მიხეილ ბოგინთან („სიყვარულის შესახებ“ 1971).

2009 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა.

Facebook Comments