ხელოვნება და კულტურა

16-18 აპრილს თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება

 16-18 აპრილს თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება. თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო, ნიკოლას მელინი, სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვევიან.

კვირეულის ფარგლებში ესპანელი მწერლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან, ასევე, მკითხველთან ერთად საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას გაუწევენ თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები: შოთა იათაშვილი, ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი. ღონისძიებებს 16 აპრილს მწერალთა სახლი,  17 აპრილს წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“ და 18 აპრილს „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს. 

Facebook Comments