საზოგადოება

16-18 აპრილს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

16-18 აპრილს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი 3 – 4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია, საშიშ ნიშნულს მიაღწიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments
თეგები