უცხოური მედია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი ჩამოინგრა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი ჩამოინგრა.

BFMTV -ის ცნობით, ტაძრის მზიდი კონსტრუქცია მთლიანად ცეცხლშია. კუნძულ სიტეზე მოძრაობა შეწყვეტილია, ადგილზე დამატებით სახანძრო მანქანები მიდიან. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, იგივე ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

Facebook Comments