უცხოური მედია

ანჯელინა ჯოლიმ გვარი შეიცვალა

ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლი-პიტმა გვარი შეიცვალა და ანჯელინა ჯოლი გახდა. ამის შესახებ US Weekly წერს. მსახიობის მიერ გვარის შეცვლის შესახებ გამოცემის მიერ სასამართლოდან მოპოვებული დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი.

ოფიციალურად 43 წლის ჯოლისა და 55 წლის ბრედ პიტის განქორწინების პროცესი ოფიციალურად 15 აპრილს დასრულდა. განქორწინების პროცესი ორ წელიწადზე მეტი გრძელდებოდა. როგორც მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, წყვილს უკვე შეუძლია ისარგებლოს მარტოხელას იურიდიული სტატუსით, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიულად მათი განქორწინების პროცესი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.

წყვილი 2005 წლიდან ერთად იყო, თუმცა ოფიციალურად 2014 წლის აგვისტოში იქორწინეს. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა, 2018 წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა ცოლ-ქმარმა ბავშვებზე მეურვეობის შესახებ საბოლოო შეთანხმებას ხელი მოაწერა.

Facebook Comments