უცხოური მედია

გუშინ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პარალელურად, იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთი იწვოდა

იერუსალიმის ცნობილი მეჩეთის, ალ-აქსას კომპლექსში გუშინ ხანძარი სწორედ იმ დროს გაჩნდა, როდესაც ცეცხლი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს მოედო. 

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს, რომ პარიზის მსგავსად, აქაც ცეცხლი შენობის ზედა ნაწილს მოედო. სავარაუდოდ, ხანძარი ე.წ. მარვანის სამლოცველოდან ან სოლომონის საჯინიბოდან გაჩნდა.

პალესტინის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, პალესტინის ოფიციალური ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ცეცხლი დარაჯის ოთახში გაჩნდა, რომელიც მარვანის სამლოცველოს თავზე მდებარეობს და მეხანძრეებმა წარმატებით შეძლეს მისი ლოკალიზება.

ალ-აქსას მეჩეთი ისლამურ სამყაროში მნიშვნელობით მესამე მეჩეთია. 

პალესტინური მედიის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტის ოფისმა ორშაბათს ღრმა მწუხარება გამოთქვა ნოტრ-დამის ისტორიულ ტაძრის დაზიანების გამო და თავისი სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოხატა ფრანგი მეგობრების მიმართ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა ნოტრ დამს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სპეციალისტების შეფასებით, შენობის აღდგენას 5-დან რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.

Facebook Comments