პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ისე ჩაიფერფლა ჩემი ერთერთი ბავშვობის ოცნება, რომ ვერც კი ვნახე ახლოდან”

,, ისე ჩაიფერფლა ჩემი ერთერთი ბავშვობის ოცნება, რომ ვერც კი ვნახე (ახლოდან, თორემ ფიქრებში და წარმოსახვაში რამდენჯერ მიმოგზაურია, რამდენი სხვადასხვა სახის ,,ესმერალდა” მყოლია და მიკოცნია მისთვის წვიმას შეფარებულს)…

შენობას რათქმაუნდა აღადგენენ… შეიძლება უკეთესი კირქვაც გამოიყენონ და ბევრად ლამაზიც იყოს ის ახალი მაგრამ, იმ ჩემი ერთი ლამაზი ოცნების ეპოქა დამთავრდა და გულის რაღაც ნაწილიც დაფერფლა ხანძარმა, რომელსაც ვერცერთი კირითხურო თუ ქვა ვეღარ შელესავს… ვუსამძიმრებ ფრანგებს, ჩემი დაფერფლილი ოცნების პატრონებს “-წერს ფეუსბუქის საკუთარ გვერდზე კახა გვალია

Facebook Comments