პოლიტიკა

ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლეს

უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკო საგამოძიებო იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სავჩენკო საგამოძებო იზოლატორში 2018 წლის 22 მარტიდან იმყოფება.

სავჩენკოსთან ერთად იზოლატორი ორგანიზაცია “ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ვლადიმირ რუბანმაც დატოვა, რომელიც 2018 წელს დონბასში დააკავეს.

სავჩენკოს და რუბანს ბრალად ტერორისტული დაჯგუფების ჩამოყალიბება და კიევის ცენტრში ტერაქტის მოწყობის მცდელობა ედებოდათ.

სავჩენკო რადაში გასვლას უკვე 23 აპრილიდან გეგმავს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკო 2018 წლის 22 მარტს პარლამენტის დერეფანში დააკავა.

მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, კანონამდებლებმა კი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და დაპატიმრებას დაუჭირეს მხარი.

2018 წლის 15 მარტს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა.

იმავე დღეს, სავჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ის ტყვეების გათავისუფლების ცენტრის ხელმძღვანელის, ვლადიმირ რუბანის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. რუბანს სპეცსამსახურები კიევში ტერაქტის მომზადებასა და იარაღის უკანონო შენახვაში ადანაშაულებენ.

თავად სავჩენკომ განაცხადა, რომ გენპროკურორის განცხადებას დაშინებად აღიქვამს.

მისი თქმით, რუბანის ირგვლივ შექმნილი ვითარება მეტყველებს იმ დაპირისპირებაზე, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებს შორის არსებობს.

„ცალკეულ დანაყოფებს, ძალებს, სტრუქტურებს უნდათ უკრაინის სასარგებლოდ შეასრულონ დავალება, დანარჩენი სტრუქტურები და დანაყოფები მათთვის ხელის შეშლას ცდილობენ“,-აღნიშნა სავჩენკომ.

Facebook Comments