Uncategorized

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, გაბრიელ პლუსმა გამოცემა Le Figaro-ს შეატყობინა.

პლუსის განცხადებით, მეხანძრეები თვალს ადევნებენ დარჩენილ კერებს და გავარვარებული კონსტრუქციების გაგრილებას აგრძელებენ, რომ ცეცხლი კვლავ არ გაჩნდეს.  

ხანძრის სავარაუდო მიზეზია სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ტაძრის გარშემო ხის 10- მეტრიანი კონსტრუქცია იყო აგებული. რესტავრაციის მთავარმა არქიტექტორმა, ფილიპ ვილნევმა განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ, ადგილობრივი დროით 18:30 სთ-ზე დაიწყო. ცეცხლმა ტაძრის ზედა ნაწილი მთლიანად მოიცვა და გაანადგურა, ჩამოინგრა შპილი და განადგურდა ტაძრის საათი. ექსპერტების შეფასებით, შენობის რესტავრაციას შესაძლოა, დასჭირდეს 5-დან რამდენიმე ათეული წელი. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზელებს დაპირდა, რომ ნოტრ დამს აუცილებლად აღადგენენ.

Facebook Comments