სილამაზე უცხოური მედია

ქალი სილამაზის სალონს ესტუმრა და სახლში ოთხი წარბით დაბრუნდა

აშშ-ში, კანზას-სიტიში მცხოვრები 42 წლის ჯემი ლედბეტერი სილამაზის სალონში არასწორად გაკეთებული მიკრობლეიდინგის შემდეგ სახლში 4 წარბით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

მარტოხელა დედა, რომელიც სამ შვილს ზრდის, ყვება, რომ ქალიშვილებმა გადაწყვიტეს, დედა გაეხარებინათ და Groupon-ის ვაუჩერი აჩუქეს მიკრობლეიდინგის პროცედურისთვის. თუმცა, პროცედურა არასწორად ჩატარდა და ქალს დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან გასვლის რცხვენოდა.  

ლედბეტერს ეგონა, რომ სერტიფიცირებულ მომსახურებას მიიღებდა. მიკრობლეიდინგი ტატუირების ტექნიკაა წარბისთვის, რომელიც სპეციალური ნემსებისა და პატარა ბასრი დანით კეთდება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისურიში აღნიშნული მეთოდი ლიცენზირებული არ არის.

ქალი იმდენად შოკირებული იყო პროცედურის შედეგით, რომ მხოლოდ სამსახურსა და მარკეტში დადიოდა, ეშინოდა, ოთხი წარბის გამო დაცინვის ობიექტი არ გამხდარიყო. ცდილობდა, ზედმეტი წარბები მაკიაჟით დაეფარა, თუმცა უშედეგოდ. 

ახლა ის ტატუს ლიცენზირებულ სპეციალისტთან დადის ტატუს მოსაშორებელ პროცედურებზე. სპეციალისტი ჟურნალისტებთან ყვება, რომ სრულიად შეძრული იყო ლედბეტრეთან პირველი შეხვედრის შემდეგ.  

Facebook Comments