პოსტები სოციალური ქსელიდან

ძალიან მძიმეა, რაც პარიზში მოხდა, მაგრამ სხვა დეტალებს დავაკვირდი ფრანგი მეგობრების სოცქსელებში

საქართველოში კომპანია Azimut Yachts-ის წარმომადგენელი გიორგი ჩიკვაიძე გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. ჩიკვაიძე სოციალურ ქსელებში თავისი ფრანგი მეგობრებისა და ევროპული მედიის გამოხმაურებას აღწერს.

„ძალიან მძიმეა, რაც პარიზში მოხდა, მაგრამ სხვა დეტალებს დავაკვირდი, ჩემი ფრანგი მეგობრების სოც. ქსელებსა და ევროპულ მედიაში!

1. მედია და ჟურნალისტები არ შეჭრილან ცეცხლმოკიდებული ტაძრის ამბიონამდე.
2. არ დაუწყევლია საზოგადოებას მეხანძრეები თავიანთი ოჯახებით.
3. საზოგადოება კონსოლიდირებულად წუხდა საკმაოდ მოშორებით.
4. ფრანგი საზოგადოების უმრავლესობას გუშინვე არ დაუცვია სამეცნიერო ხარისხი, სამაშველო და მეხანძრეობის მიმართულებით.
5. არ დაუჭამიათ ერთმანეთი განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო.
6. არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა.
7. ხალხი და საზოგადოება გაერთიანდა ტრაგედიის გარშემო.

P.s. ჩვენთან მოასწრეს ღლიცინიც, ჩხუბიც და აქედან გასცემდნენ დირექტივებს, როგორ უნდა ემოქმედა საფრანგეთს!“,-წერს გიორგი ჩიკვაიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments