ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ „შენობით მიმართვის“ გამო, უმრავლესობიდან გასულ დეპუტატს, ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო.

ეკა ბესელია კობახიძისთვის აპირებდა ეკითხა, როდის მოხდებოდა ბიუროს სხდომის დღის წესრიგში მისი და რამდენიმე დეპუტატის მიერ, მოსამართლეების საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შეტანა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, ბესელიას მიკროფონი გამოურთო და განმარტა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ, ბესელიას კი სიტყვას მას შემდეგ მისცემს, რაც შეცდომას გამოასწორებს“.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ, ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა.

„ხომ არ შეგეშინდა“,- მიმართა ბესელიამ კობახიძეს, რაზეც თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „შიში თქვენკენ მოიკითხეთ“.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. განხილვის დაწყებისთანავე დეპუტატებს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთ შელაპარაკებას. საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის გადადებას ითხოვს.

Facebook Comments

ახალი დადებული