საზოგადოება ჯანდაცვა

გაგუას კლინიკაში გადაღებული სუპერ ფოტო- ახალშობილი ექიმს ხალათზე ებღაუჭება

პირველი შიში?! იქნებ ფიქრობს: ,,ექიმო ხელი არ გამიშვა”-წერს ექიმი ია ქაშაკაშვილი და სოციალურ ქსელში გაგუას კლინიკაში დღეს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე აღბეჭდილია ახალშობილი, რომელიც გაგუას კლინიკის წამყვან მეან-გინეკოლოგს , პაატა მახარაშვილს ხალათზე ებღაუჭება.

„ახალშობილი მეანის ხალათს ეჭიდება …პირველი შიში?! იქნებ ფიქრობს: ,,ექიმო ხელი არ გამიშვა” ….უდიდესი ბედნიერებაა…სუპერ ფოტო! ექიმი მეან- გინეკოლოგი პაატა მახარაშვილი“,-წერს ია ქაშაკაშვილი.

როგორც „ინფო ფოსტალიონმა“ შეიტყო, ბავშვი დღეს, საკეისრო კვეთით დაიბადა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. 

Facebook Comments