საგარეო პოლიტიკა

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზელენსკისა და პოროშენკოს დებატები იმართება

კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები დაიწყო.

სტადიონზე, სადაც 70 ათასი ადამიანი ეტევა, ყველა ბილეთი გაიყიდა. მხარდამჭერებს პირველმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართა. მისი თქმით, ის პოროშენკოს შეცდომებისა და დაპირებების შედეგია.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით,  ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ – 15,95%. 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

Facebook Comments