გამოფენა

განახლებულ აღმაშენებელზე ქართველი დიზაინერების გამოფენა- გაყიდვა მიმდინარეობს

განახლებულ აღმაშენებელზე ქართველი დიზაინერების, ნინო შუბლაძის, ნინო გურჯიშვილის, ირინა გაჩეჩილაძისა და მაია თენეიშვილის ხელნაკეთი სამკაულებისა და სააღდგომო მოტივებზე დამზადებული ფაიფურის ნივთების, ასევე ნუცა დუჩიძის გამოფენა- გაყიდვა მიმდინარეობს.

გამოფენა აღმაშენებლის 49 ნომერში მოეწყო და ერთი დღე გაგრძელდება. როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენას დილიდან უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა.უცხოელ ტურისტებში ხელნაკეთმა ნივთებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

გამოფენა 20:00 სთ-მდე გაგრძელდება.

Facebook Comments