ჯანდაცვა

ზუგდიდში მოწამლული ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ თანმხლები ქალი დედამისი არაა

ათიდან ექვსი უკრაინელი ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებთ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთირებით მოიწამლნენ.

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასათვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნება, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი აცხადებს, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არაა. 

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni