კულინარია

რულეტები ლავაშისგან

ჩვენ შევაგროვეთ ლავაშის რულეტების შესანიშნავი კოლექცია, ბევრი შიგთავსით. ისინი ყველაფერს უხდება, სადილს, ვახშამს, პიკნიკს, სტუმრებს…

სხვადასხვა შგთავსის რულეტები

მათი მომზადება დიდი სიამოვნებაა. წარმოგიდგენთ მარტივ და ორიგინალურ რეცეპტებს.

1. ჩაჭყლიტეთ თევზის კონსერვი თავისივე წვენში, დაამატეთ 200 გ გახეხილი ყველი, კამა, მაიონეზი. შეახვიეთ ლავაშში. დატოვეთ 10-15 წუთი.

2. დაჭერით 350 გ მოხარშული ქათმის ფილე, შეურიეთ 200 გ გახეხილ ყველს, დაამატეთ ახალი მწვანილი.

3. 3 კარტოფილი მოხარშეთ, გახეხეთ, შეურიეთ მაიონეზი, ხახვი, მწვანილი, დაჭრილი ქაშაყი.

4. 200 გ ხაჭო შეურიეთ 2 ს.კ. არაჟანს და კამას, დაამატეთ 2 კბილი ნიორი, მარილი.

5. 200 გ მოხარშული ლობიო ხორცსაკეპში გაატარეთ. 1 დიდი ხახვი დაჭერით, შეწვით კარაქში. აურიეთ. დაამატეთ 2 კბილი ნიორი. დაამატეთ მარილი და ხმელი სუნელი.

6. 250 გ კრაბის ჩხირები დაჭერით, დაამატეთ დაჭრილი კიტრი და 2 გახეხილი მოხარშული კვერცხი. აურიეთ მაიონეზთან, მარილთან, მწვანილთან.

7. გახეხეთ 200 გ ლორი, 200 გ ყველი. დაჭერით 2 კიტრი, წაუსვით ლავაშს მაიონეზი და ყველაფერი დააწყეთ ფენებად.

8. გახეხეთ სტაფილო, 2 კიტრი, მოასხით მაიონეზი. დაჭერით პომიდორი. დაალაგეთ ლავაშზე ფენებად.

9. დაჭერით ბადრიჯანი, დაამარილეთ. გარეცხეთ, გაამშრალეთ, შეწვით.

ლავაშზე დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯანი, წაუსვით არაჟანი, დააწყეთ პომიდორი, ნიორი.

10. გახეხეთ 3 მჟავე კიტრი და 3 მოხარშული კარტოფილი, დაამატეთ შებოლილი ფილე, ბარდა და მაიონეზი.

11. 200 გ სულგუნი გახეხეთ, დაამატეთ 2 მოხარშული კვერცხი, კამა, ქინში. შეწვით ტაფაზე ან გრილზე.

12. 200 გ შამპინიონი შეწვით ხახვთან, გააციეთ, დაამატეთ 100 გ გახეხილი ყველი და კამა.

13. ლავაშს წაუსვით რბილი ყველი, დაალაგეთ სალათის ფურცლები და კომბოსტო. ზედა ნაპირზე დადეთ დაკონსერვებული ორაგული, შუაში დააყარეთ გახეხილი ყველი, მეორე ნაპირზე დაყარეთ კრაბის ჩხირები.

14. ტკბილი ლავაში საუკეთესო საუზმეა. შიგთავსისთვის აიღეთ რბილი ხაჭო და ხილი ან ჯემი. სიხრაშუნისთვის შეწვით მშრალ ტაფაზე.

ღუმელში გამომცხვარი რულეტები

ინგრედიენტები

  • 4 ლავაში
  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 400 გ მაგარი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 8 პომიდორი
  • მწვანილი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

1. ფარში შეწვით.

2. მოათავსეთ ის ლავაშზე, გახეხილ ყველთან და დაჭრილ პომიდორთან. მოაყარეთ მწვანილი.

3. ზეთიან საცხობ ფორმაზრ დაალაგეთ რულეტები. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ყველგან.

4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

5. გაციებული რულეტები პორციებად დაჭერით. გემრიელად მიირთვით!

წყარო: genius.ge

Facebook Comments