Advertisements

ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე ახალ მოვალეობებზე, საყვარელ საქმეზე და უცნაურ თუთიყუშზე საუბრობს

ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს, ელენას ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს ქმრის გაპრეზიდენტების შემდეგ, თუმცა აღიარებს, რომ არაფრის შეცვლა არ სურს და ისევ „სტუდია 95-ე კვარტალისთვის“ სცენარის წერას გააგრძელებს. ამის შესახებ ელენამ BBC-ს კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა. 

Nusagi

„ის არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს საჯაროობა, გარდა რამდენიმე ინტერვიუსი, მასზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი“,-წერს  BBC.

გამოცემის კორესპონდენტი მას „სტუდია 95-ე კვარტალის“ ოფისში შეხვდა, სადაც ელენა ყოველდღე სამუშაოდ დადის. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის მეუღლე საკმაოდ წყნარი და გულღია ადამიანია, თუმცა იგრძნობა, რომ გადაიღალა. 

„თუ შესაძლებელია, მინდა იგივე საქმით ვიყო დაკავებული, რითაც ადრე“,-განაცხადა ელენამ ინტერვიუს დროს. 

მისი თქმით, პოლიტიკის ეშინია და სურვილი აქვს, შეუმჩნეველი დარცეს, გვერდზე გადგეს, რათა საყვარელ საქმეში, სცენარების წერაში ხელი არ შეეშალოს. თუმცა ამის შესახებ რა საკვირველია, ჯერ მეუღლეს უნდა მოელაპარაკოს.

„მიყვარს ჩემი საქმე და სიამოვნებას ვიღებ. 15 წელია სცენარებს ვწერ, გამომდის თუ არა, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია. ჩვენ სასაცილო სცენარებზე ვმუშაობთ და რადგან მაყურებელი გვყავს, გამოდის, რომ წარმატებაც გვაქვს“,-აცხადებს ელენა.

მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთ სკოლაში სწავლობდა, თუმცა პარალელურ კლასებში იყვნენ და ერთმანეთი მხოლოდ სკოლის შემდეგ, ინსტიტუტში შეუყვარდათ. ორი შვილი ჰყავთ, 14 და 6 წლის. ოჯახში ცხოველებიც ჰყავთ- ორი ძაღლი, ზაზუნა, კუ, ასევე თევზები და საკმაოდ უცნაური თუთიყუში.

„არ ვიცი, რა სტრესი გადაიტანა ჩვენამდე, უცბად იწყებს კივილს, მერე ჩერდება და გაშტერებით იყურება. ერთი პერიოდი ბუმბულებს იპუტავდა, სასწრაფოდ მივმართეთ ექიმს, რომელმაც გვითხრა, რომ არაფერი სერიოზული არ სჭირს და უბრალოდ, ნერვიულია. აი ასეთი კეშა გვყავს. კატა ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად დაგვეღუპა“,-ყვება ელენა ზელენსკაია.

​მისი თქმით, ბოლო 5 წელია, მეუღლესთან ერთად ინტენსიურად არის დაკავებული სპორტით, ერთად დადიან სპორტდარბაზში, სურს, 60 წლის ასაკში ისე გამოიყურებოდეს, როგორც მერილ სტრიპი. მელანია ტრამპი ძალიან მოწონს, მოწონს მისი სტილი და გარეგნობა, თუმცა ფიქრობს, რომ მიშელ ობამა უფრო ადამიანურია და ურთიერთობასაც მასთან უფრო ისურვებდა.

„ადამიანურობა- ეს ის მახასიათებელია, რისი მოტანაც ჩემს მეუღლეს, ვოვას უკრაინულ პოლიტიკაში სურს. რათა დავრჩეთ ჩვეულებრივ ადამიანებად, რომ ჩვენი პორტრეტები კაბინეტებში არ ეკიდოს. რა თქმა უნდა, მელანია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ  მიშელთან ურთიერთობა უფრო საინტერესო იქნებოდა“,-აღნიშნავს ელენა .

მისი თქმით, ჯერ არ იცის, როგორი იქნება პირველი ლედის რანგში, თუმცა ამის შესახებ მეუღლესთან მოკლე საუბარი ჰქონდა.

„ვოვამ მითხრა, რომ თუ სურვილი მექნება, შემიძლია არავინ არ ვიყო, მთლიანად გავიდე საინფორმაციო ველიდან. ვნახოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი. ალბათ არის რაღაც მოვალეობები, რომლებსაც სხვას ვერ დააკისრებ, თუმცა სურვილი მაქვს, მართლაც გვერდიდან ვუყურო ყველაფერს.“,-აცხადებს უკრაინის მომავალი პირველი ლედი. 


Facebook Comments
Advertisements

You may have missed