სახელმწიფო დეპარტამენტი: შრი-ლანკაზე ტერორისტული თავდასხმები კვლავ იგეგმება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შრი-ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ გეგ,ავენ.

განცხადება აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ შრი-ლანკაში თავდასხმების მომზადებას. ტერორისტების სამიზნე შესაძლოა გახდეს ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიები, ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, სამლოცველოები და პარკები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს და ამერიკელ დიპლომატებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

შრი-ლანკაზე 21 აპრილს ტერაქტების დროს დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული