სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები გუშინ, პანკისის ხეობაში დაშავდნენ, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni