ზელენსკის გუნდის წევრი აცხადებს, რომ საზოგადოება ყირიმის დაკარგვაზე სიმართლეს მალე შეიტყობს

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი იპოვის დამნაშავეებს, რომლებმაც ყირიმის დაკარგვასა და დონბასში კონფლიქტის დაწყებას შეუწყეს ხელი. ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკის გუნდის წევრმა, პოლიტიკოსმა ივან აპრაშინმა  პორტალ „Обозреватель“-ის საკუთარ ბლოგზე დაწერა. 

აპრაშინმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში უკრაინული საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს ყირიმის რუსეთთან შეერთებისა და დებალცევოსა და ილოვაისკში უკრაინული არმიის დამარცხების შესახებ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ის.

„თანამდებობის პირები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ან უმოქმედოდ იყვნენ, სადაც მოქმედება იყო საჭირო, პასუხს აგებენ“,-განაცხადა მან. 

კვირას, 21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ვლადიმერ ზელენსკის დაუჭირა.  

Facebook Comments

ახალი დადებული