ხელოვნება და კულტურა

მამა ილია – ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცნენ ქართველი ბიზნესმენები?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე იმ ქართულ ძეგლებზე წუხს, რომლებიც მისახედია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.

,,ფრანგებმა (უფრო კონკრეტულად მსხვილმა კომერსანტებმა) ერთ დღეში ნოტრ დამისათვის ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს. ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცა ქართული კერძო სექტორი? ერთი-ორი ორგანიზაციის გარდა არავინ შეტოკებულა. ახლა გვესმის, რომ ზოგი თანამემამულე აპირებს თანხების გადარიცხვას ნოტრ დამისათვის.

ნეტავ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მრავალი უნიკალური ძეგლი რომ ყოველდღიურად ნადგურდება და გადაუდებლად სარესტავრაციოა, ეს რატომ არ აღელვეთ მათ?! თუ მედიაში ვერ დაფასდებიან და პიარისთვის არ გამოადგებათ?! კომენტარში დავდებ ასეთი ძეგლების ალბომს, იქნებ ანახოთ და მოშურნეობა აღეძრათ. აქამდე ფონდი ,,ქართუს” გარდა პრაქტიკულად არავინ არაფერს აკეთებდა ამ მიმართულებით, ბოლო ერთი წელია, ,,არემჯი გოლდი” ამოქმედდა (თუ აამოქმედეს საყდრისის დაცვის კომეტიტეტის აქტივმა) ასევე ამ კუთხით, მაგრამ სხვები?!

იმდენი ძეგლია მისახედი, რომ ეს ორი სუბიექტი ვერ ახერხებს ყველაფერს გაწვდეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შარშან სცადა საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება, მაგრამ მას შემომწირველები მიზერული აღმოაჩნდა… ნოტრ დამს უკვე ნაშველი აქვს, ჩვენმა ისტორიულმა ძეგლებმა იკითხონ თავისი მწარე ბედი…”, – წერს მამა ილია.

CYC.GE

Facebook Comments