კრიმინალი

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეეფარდა

სასამართლომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. აღნიშნული მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.

Facebook Comments
თეგები