სოციალური ქსელები და მედია უცხოური მედია

ყველაზე ადვილად გასატეხი პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ყველაზე ადვილად გასატეხი პაროლების რეიტინგი შეადგინა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზეა ნათქვამი.

ყველაზე ხშირად ინტერნეტმომხმარებლები იყენებენ პაროლს «123456» და შესაბამისად, აღნიშნული პაროლის მქონე მომხმარებლების ექაუნთებზე შესვლა ყველაზე ადვილია. მას სოციალურ ქსელებში  23, 2 მლნ ბრიტანელი ინტერნეტმომხმარებელი იყენებს. დიდი ინტერვალით მომდევნო ადგილზეა «123456789», «qwerty», «password» და  «1111111».

ასევე, პაროლის სახით ბრიტანელები ხშირად იყენებენ საკუთარ სახელებს (კერძოდ, აღმოჩნდა 432 000 «ashley»), საფეხბურთო კლუბების სახელები, მუსიკალური ჯგუფების, და კომიქსებისა და ანიმეს პერსონაჟთა სახელები. 

მკვლევარები პაროლს «123456» უკვე მე-5 წელია, ყველაზე უარესად ასახელებენ. მიუხედავად ექსპერტების გაფრთხილებისა, ის ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია. 2017 წლის მონაცემებით, ამ კომბინაციას ინტერნეტმომხმარებელთა 17 % იყენებდა. 

Facebook Comments