ჯარი

ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

ქართველმა სამხედროებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების 22-ე და 43-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდნენ.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინეს. საეკლესიო ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ბაზაზე მყოფი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

სპეციალურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპელანის დახმარებით კვერცხები წითლად შეღებეს. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო დღესასწაულები მუდამ აღინიშნება.



Facebook Comments